レ乇ムノの刀 - ლეგიონი ჩემი გადმოსახედიდან
“შემხედე, მე ვიცი, ვინც ვარ“, შენ თუ იცი, ვინ ხარ? Მინდა, კარგად დაფიქრდე სანამ ამ ფრაზებს წაიკითხავ; Legion სერიალიდან, რადგან მათ წაკითხვისას შეიძლება უფრო მეტად დააკვირდე შენს ცხოვრებას. წამსაც კი, რომელიც უკვე გავიდა, სანამ ამას კითხულობ. უკეთ შეხედო ნივთებს, ადამიანებს... მათ ქმედებებს, შეიგრძნო გემო, ჩასუნთქული ჰაერი, დაფიქრდე სიზმრებზე და განაგრძო ცხოვრება ისე, რომ ყველაფერი შენს გარშემო დანიშნულებისამებრ არსებობდეს. ყველაფერი გარდამავალია. „შენ თვითონ ირჩევ, რა არის რეალური და რა - არა. Შენ - შენი ნებაა“.
“ბოდვა იწყება ისე, როგორც ნებისმიერი სხვა იდეა, იგი გავს კვერცხს. თითქოს ყველა იდენტურია და გარეგნულად იდეალური. ნაჭუჭიდან არასდროს ჩანს, თუკი მასში არის რამე პრობლემა. მნიშვნელოვანია ის, რაც შიგნით ხდება. “რა არის ის, რასაც ვერ ვხდავთ? ყოველდღიური საქმიანობის, ჩაფიქრებულობის თუ პრობლემების არიდების დროს ჩვენ ვერ ვამჩნევთ, გონების რომელ იდეას ვასაზრდოებთ. „იცით, ზოგჯერ შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რა არის პრობლემა და შემდეგ ხვდებით, რომ პრობლემა თურმე სხვა რამეში მდგომარეობს“. ეს არის დაბრკოლება, რომლის გადალახვაზე კონკრეტულ მომენტში არ ვფიქრობთ ან ვერ ვხედავთ გამოსავალს. “როდესაც თეფში ტყდება, შენ არ აკეთებ მას, შენ უბრალოდ სხვა თეფშს იღებ“, “ვინ ვიყავით ჩვენ არ გვკარნახობს, ვინ ვიქნებით. ხშირად ეს საკმაოდ კარგი მითითებაა“. „თუ ჩვენ არ გვჯერა ცვლილების, მაშინ არ გვჯერა დროის.“; „რა არის წლები? უბრალოდ, მოგზაურობა მზის გარშემო.“; „როგორ გააკვირვებ ვინმეს, ვისაც შეეძლება დაბრუნდეს უკან დროში და გააფრთხილოს თავისი თავი?“; „დროში მოგზაურობა არ იძლევა საკუთარი თავის შეცვლის შესაძლებლობას. ის გაძლევს შესაძლებლობას, რომ აღმოაჩინო ახალი იდენტობა“.
„ფრთხილად იყავი, გარშემო ბევრი ადამიანია, რომლებმაც შენზე უკეთესად იციან, როგორ შეიძლება იცხოვრო უკეთესად“. „ვინ გასწავლის, რომ იყო ნორმალური, როდესაც ყველანი უნიკალურები ვართ“. „შენ შეგიძლია, გააკეთებინო ადამიანს ის, რაც არ უნდა, მაგრამ დედამიწაზე არ არსებობს ძალა, რომელიც ამით სიამოვნებას მოგანიჭებს“. ადამიანები ინსტინქტებს ენდობიან და ხშირად ამას ვერც კი ხვდებიან. „უკეთესია, შენ ისწავლო ფრინველის მსგავსად ფრენა, რადგან დინოზავრის ერა დასრულდა“. „ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელიც აყალიბებს იდეებს თავისი სამყაროს შესახებ. ჩვენ ამას აღვიქვამთ არა ჩვენი სხეულით, არამედ ჩვენი გონების მეშვეობით. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რა არის რეალური. ამის გამო ადამიანი დედამიწაზე ერთადერთი ცხოველია, რომელიც შეიძლება, შეიშალოს.“ „ყველა ცხოველი იბრძვის გადასარჩენად, სურთ თუ არა“. „საბოლოოდ, ყველანი ვკვდებით. ნამდვილი ტრაგედია, დარჩენილი ცხოვრების მივიწყებაა“. „ჩვენ არ ვართ მოვლენილი ამ დედამიწაზე, რომ მხოლოდ ჩვენ თავზე ვიფიქროთ“, „ნუთუ ასეთი საშინელი რამ არის თქვენი მტრის მწუხარების გრძნობა? ვინ არის ის, გარდა ძმისა სხვა სახელით?“. „გახსოვდეს, ეს არ არის „ჩვენ ან ისინი“. ეს არის - ჩვენ და ისინი“. „სიყვარულის შესახებ უნდა ვისწავლოთ, სანამ სიძულვილის შესახებ ვისწავლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ჯოჯოხეთში მიდის”. „ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენ გვსიამოვნებს უსაზღვრო დაპირების ამ ასპექტში და ეს არის ის, რაც ჩვენ გვაქვს? იარაღი? ომი? რა თქმა უნდა, ამაზე მეტი წარმოდგენა გვაქვს.“; „თუკი ავადმყოფობის იდეა შეიძლება ავადმყოფობა გახდეს, მაშინ სხვა რა არის ჩვენს რეალობაში არეულობა?“ „ჩვენ შეგვიძლია, გამოვასწოროთ ეს სამყარო. ყველა ცუდი რამ. ჩვენ უბრალოდ თავიდან უნდა დავიწყოთ.“
ეს მხოლოდ მორიგი პარასკევია, ჩემი 893-ე პარასკევი, რომელიც ეგზისტენციალური ფიქრებით სრულდება.
ოთო მელანაშვილი
Comments
Post a Comment