ბედნიერება 🎈





ბედნიერება. სიტყვა, რომელსაც ყველასთვის განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. დაუფასებელი გრძნობა, რომელიც ყველაზე საჭიროა ადამიანისთვის.

თურმე, რამდენი წვრილმანი არსებობს ცხოვრებაში, რაშიც ბედნიერების პოვნა შეგვიძლია, მაგრამ რატომღაც არ ვაქცევთ ყურადღებას. ჩემი აზრით, ბედნიერებისთვის მთავარია, ის ხალხი გვყავდეს გვერდით, ვინც გვიყვარს და ვუყვარვართ; ის ვიყოთ, ვინც სინამდვილეში ვართ; მთავარია, ისე მოვექცეთ სხვებს, როგორც გვინდა, რომ მოგვექცნენ; მთავარია, სუფთად ვიცხოვროთ და ჩვენს თავთან ვიყოთ მართლები.

ვიცი, რომ რთულია. ბევრ შეცდომასაც დავუშვებთ და ეს ნორმალურია. შეცდომები კარგია! ცხოვრება შეცდომების გარეშე არ არსებობს და თან - ძალიან უინტერესოა.

შეცდომების გარეშე არ გვექნება ის გიჟური გრძნობა, რომელიც ჩემთვის ბედნიერების ერთ-ერთი ფაქტორია. კი, ხანდახან ხდება, როცა გვგონია, რომ არავინ გვყავს, რომ მარტო ვართ, რომ უბედურები ვართ... მაგრამ დამიჯერეთ, ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ უბედურება ბედნიერებაზე წინ დავაყენოთ. საყვარელი ადამიანები, ოჯახი, წარმატება, გართობა, სიკეთე, სიხარულის ცრემლები, ჯანსაღი ურთიერთობები, ის სიყვარულის პეპლები, მუცელში რომ დაფრინავენ, რაღათქმაუნდა გართობაც მეგობრებთან ერთად :) ჩემთვის ქმნის ბედნიერებას!

შეიძლება ძალიან ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ არ არსებობს საკითხი, რომელშიც ყველა გეთანხმება. ხოდა, ყველას გირჩევთ, რომ ისიამოვნოთ დღევანდელი დღით; დააფასეთ ის, რაც გაქვთ დღეს, რაც ნამდვილია თქვენს ცხოვრებაში. მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ ცხოვრების ყველა წამისგან და წუთისგან, არ დახარჯოთ დრო ცუდ ფიქრებზე, უაზრო ცრემლებზე, ადამიანებზე, რომლებიც არ გაფასებენ და არ გიფრთხილდებიან; იცოდეთ თქვენი თავის ფასი და ის, რომ ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი.

ხო, და ყველაზე მთავარი, გაუფრთხილდით ადამიანებს, რომლებსაც უყვარხართ, ვინც თქვენთვის ძვირფასია, ეძებეთ ბედნიერება დეტალებში და გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში ბედნიერებაზე მაღლა არავინ და არაფერი დგას :)




Comments