მოგზაურობა ✈
გამარჯობა! იმედია, ყველა კარგად ხართ.
ალბათ, თქვენც ჩემსავით მოგენატრათ სკოლა და მეგობრები. ყველაფერი კარგად იქნება და
სწავლაც განახლდება. ჩემი დღევანდელი სასაუბრო თემა მოგზაურობა იქნება. ვიცი, შეიძლება
ახლა ყველაზე არახელსაყრელი დროა ამისთვის, მაგრამ მაინც, მგზავრობა ყველას უყვარს
და არ აქვს მნიშვნელობა - სად.
და მაინც, რა არის მოგზაურობის ხიბლი?
უცხო ადგილებში სიარული ყოველთვის თვალისმომჭრელია.
იცნობ იმ ადგილის ბუნებას, ხალხს, ტრადიციებს და ა.შ. სტუმრობ ადგილებს, რომლის ნახვა
სულ გინდოდა და სადაც არ უნდა წახვიდეთ, ის მოგზაურობა ყოველთვის კარგად დაგამახსოვრდებათ.
ყველაფერთან ერთად, მოგზაურობას თავისი მინუსებიც აქვს. შეიძლება იმ ადგილის
პირველი შთაბეჭდილება არ იყოს ისეთი, როგორსაც მოელოდით. დროის გამო შეიძლება ვერ მოასწარით
იმ ადგილის ნახვა, რომელიც გეგმაში გქონდათ ან შეზღუდეთ თქვენი თავი რაღაცის ნახვისგან.
ჩემი გამოცდილებით, ჩამოსვლის შემდეგ ბევრი რამ მალევე გვავიწყდება,
რაც ძალიან გულდასაწყვეტია. რამდენჯერაც არ უნდა წახვიდე, რომ დაფიქრდები - არ გჯერა
რომ იქ იყავი და კიდევ ერთხელ გინდება ამ მოგზაურობის გამეორება.
მინუსებზე რომ დიდად არ გავამახვილოთ
ყურადღება, მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე კარგი შეგრძნებაა. შეიძლება, გამიზნული გქონდეთ
რაღაც ერთი კონკრეტული ადგილის ნახვა, მაგრამ იქაურობის დათვალიერება შესაძლოა, უფრო
საინტერესო სანახავი იყოს.
გირჩევთ, ადგილების ფეხით დათვალიერებას, რადგან ამ შემთხვევაში უკეთ გაიცნობთ ქალაქს და უფრო ბევრი მოგონება დაგრჩებათ.
გირჩევთ, ადგილების ფეხით დათვალიერებას, რადგან ამ შემთხვევაში უკეთ გაიცნობთ ქალაქს და უფრო ბევრი მოგონება დაგრჩებათ.
კიდევ ერთხელ გეტყვით - არ აქვს მნიშვნელობა,
სად წახვალთ და როგორ, მოგზაურობა სიამოვნებაა. ამიტომ, იმოგზაურეთ და ისიამოვნეთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ნინი ჩანქსელიანი
Comments
Post a Comment