მინიმალიზმი 🧩
ბევრისათვის მინიმალიზმი ნიშნავს სულ რამდენიმე ნივთის ქონას. ასეთი ახსნაც შეიძლება ამ სიტყვას მოეძებნოს (ესეც ერთგვარი სტერეოტიპია), მაგრამ რეალურად, მას თითოეულისთვის განსხვავებული მნიშვნელობა აქვს.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhcIiAHOqD5uHb-LLI8gU2xQ325_u-DEiGljouOdUSO3mS83i9xHWHXL32MoRSni8dk_ld73Ox0UbjC1Zt5pBh8Jg5DeBnWDQFNTcsq1PJS0YgvHpIMhayFjUmXbqUYmPN6MbVtXjsBYt8e/s400/94023618_518122335525339_9008266309300912128_n.jpg)
ზუსტად ამის საპირისპირო დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს მინიმალისტ ადამიანს.
მოდით, ასე ვთქვათ: თუ გინდათ ასეთი ცხოვრების წესით იხელმძღვანელოთ, არ არის საჭირო ეგრევე ნივთები მოიშოროთ, ეს დიდ სტრესში ჩაგაგდებთ, რადგან ჯერ თქვენი გადაწყვეტილება კარგად უნდა აწონ-დაწონოთ.
უნდა დაისვათ კითხვა: თქვენთვის რას ნიშნავს მინიმალიზმი?
სიმართლე გითხრათ, მინიმალისტობას თუ გადაწყვეტთ, ბევრი თავიდან ვერ მიხვდება რას გულისხმობთ. ამ სიტყვით თქვენ უბრალოდ ადასტურებთ, რომ ხართ მსუბუქი სულის მქონე ადამიანი სუფთა გონებით, ნივთებზე დამოკიდებულებისგან თავისუფალი.
Comments
Post a Comment